1733169705
ცნობილია ჯარისკაცის ვინაობა, რომლის ცხედარიც ტყეში იპოვეს
გორში 41 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ირაკლი აფრიამაშვილის ცხედარს სოფელ ახალშენში მიაგნეს.
მომხდარზე განცხადება თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა.
„აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: