თბილისში ბინების დაქირავება თითქმის შეუძლებელია - გასამმაგებული ფასები და სასოწარკვეთილი სტუდენტები

თბილისი

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებები ოკუპანტმა რუსეთმა დაიწყო, ქვეყნიდან რუსებიც გამოიქცნენ, თუმცა უკრაინელებისგან განსხვავებით სულ სხვა მიზეზით. რუსეთში სანქციები დაწესდა და ადგილობრივებმა დისკომფორტი ვერ აიტანეს. რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა.

6 თვის მანძილზე უკრაინელ დევნილებს საქართველოს მთავრობა თავშესაფრით დაეხმარა. ისინი სხვადასხვა სასტუმროებში იყვნენ გადანაწილებულნი. აგვისტოდან კი ფართების დაცლა მოუწიათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ 300-ლარიანი სოციალური დახმარება დაენიშნათ.

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაზარდა ბინის დამქირავებლების რაოდენობა... შესაბამისად, გაიზარდა ქირის ფასიც...

თავი რომ დავანებოთ რუსებსა და უკრაინელებს, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები. რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს. თუმცა გამოცდების ციებ-ცხელების დასრულების მიუხედავად სადარდებელი არ მოჰკლებიათ. ახლა ბინას ვერ პოლობენ, რომელსაც მინიმუმ ნორმალურ  ფასად დაიქირავებენ.

ახლა ბინების ფასები, ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განთავსებული განცხადებებით ასე გამოიყურება:

„ქირავდება, ბინა გლდანის მასივში, 75 კვ.მ. ფასი: 3 740 ლარი თვეში“.

„ახალი აშენებული ბინა გლდანის მასივში, 55 კვ.მ. ფასი: 4 080 ლარი“.

„ახალაშენებული ბინა ნაძალადევში, ფასი: 3 060 ლარი“.

„ახალაშენებული ბინა ბათუმში, 40 კვ.მ. ფასი: 2 720 ლარი“.

კითხვაზე, ნამდვილად ქირავდება თუ არა ამ ფასად ბინები, უძრავი ქონების აგენტი ნინო ამბობს, რომ კი, ქირავდება, რადგან ქალაქში ბევრი უცხოელი შემოვიდა და ყველა საცხოვრებელს ეძებს.

დიდ დიღომში 2-ოთახიანი ბინების გაქირავების ფასი, რომელიც დაახლოებით 36 - 42 კვადრატულია 1000- 1500 ლარის ფარგლებშია.

საბურთალოზე 1500-დან 2000-ლარამდე. 

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ბინას ქირით ეძებს, გვიყვება, რომ დაახლოებით 1 თვეა ცდილობს იქირაოს ბინა 700 ლარი ფარგლებში, მაგრამ უშედეგოდ.  ნათია გვიყვება, რომ 900 ლარად, ჯიქიას ქუჩაზე ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ ფართი 20 კვადრატული იყო. უფრო მეტიც. კორპუსის ქვემოთ არსებული მაღაზია ჰქონდა გადაკეთებული საცხოვრისად.

ნათიას მსგავსად, ქირაობის პრობლემა აქვს სალომეს, რომელიც შვილთან ერთად აპირებს ბინის ქირაობას. თუმცა, აქ საინტერესო ფაქტია ის, რომ გამქირავებლების უმეტესობა აცხადებს, რომ მხოლოდ სტუდენტებზე აქირავებს.

რაც შეეხება სტუდენტებს - სოციალურ ქსელში შექმნილია „ყიდვა/გაყიდვა/გაქირავების ჯგუფები, სადაც მხოლოდ სასოწარკვეთილი სტუდენტების პოსტებს თუ შეხვდებით. ფაქტია, რომ მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები ვერ წვდებიან ბინის გაძვირებულ ფასს.

გამოსავალი კი არ ჩანს. კერძო მეპატრონის მიერ საკუთარი უძრავი ქონების ბაზარს სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, რომ რაღაც სტანდარტი დამკვიდრდეს. 

მაღალი შემოსავლის მიღების იმედად უცხოელებზე გაქირავებული ბინების მეპატრონეების ნაწილი ახლა დიდი თავსატეხის წინაშეა. რადგან ბინაში შესახლებული უცხოელები ქირას აღარ იხდიან. კანონით გათვალისწინებული წესით კი, მათი ბინიდან გამოშვება არც ისე მარტივია და შეიძლება ეს პროცესი ერთი წელიც კი გაგრძელდეს...

სამწუხარო რეალობაა, ის, რომ ამ პრობლემას ბოლო არ უჩანს. 

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ბინების გაქირავების საკითხით. დარეგულირდეს უძრავი ქონების ბაზარი და დაწესდეს კონკრეტული რეგულაციები... თუმცა ეს არც ისე მარტივია და მოკლე დროშიც ვერ მოხერხდება. ამასობასი კი ახალი სასწავლო წელი იწყება. სტუდენტები ისევ ბინებს ეძებენე... რუსები ქირას აღარ იხდიან და ბინიდანაც არ გადიან... პრობლემა დამქირავებლებისთვისაც და გამქირავებლებისთვის ერთნაიარად გადაუჭრელია....