პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში უცხოელი ტურისტების მიერ დაქირავებული ბინების სრული ოკუპაცია მიმდინარეობს. როგორც ჩანს, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლები კანონში არსებული „ხვრელით“ სარგებლობენ, რომლის თანახმად, ჩვენი კანონმდებლობა ბინიდან არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის იძულებით გამოსახლებას კრძალავს.
სულ ბოლოს გახმაურებული სკანდალური შემთხვევის თანახმად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საქართველოში დაქირავებულ ბინაში თაღლითური გზით დარეგისტრირდნენ და მის მიტაცებას შეეცადნენ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, როგორ რეგისტრირდებიან თაღლითურად არაკეთილსინდისიერი დამქირავებლები ნაქირავებ ბინაში და როგორ ახდენენ სხვისი საკუთრების ოკუპაციას.
ლევან ალაფიშვილი: ბინაში რეგისტრაცია არავითარ უფლებას, ცხოვრების თუ სხვა სახის უფლებას, არ წარმოშობს. მე ჩემს ბინაში, შეიძლება, ნახევარი საქართველო მყავდეს დარეგისტრირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ჩემს ბინაზე რაიმე სახის უფლება აქვთ მოპოვებული. რეგისტრაცია არის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ვალდებულება. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი საცხოვრებელი მისამართი.
თუმცა ნებისმიერი ქმედება, რომელიც კანონს მიღმაა, ბუნებრივია, დანაშაულია. უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან ორი მოწმის საჯარო რეესტრში გამოცხადება საკმარისია, რომ ბინაში დარეგისტრირდეთ. იგივე, რეესტრში ამ ორი მოწმის ჩვენება, ახსნა-განმარტება და მესაკუთრის განცხადება რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია.
- რა საფრთხე ემუქრება არაკეთილსინდისიერი დამქირავებლისგან ბინის მფლობელს?
- თუ ბინა არაკეთილსინდისიერ ადამიანს აქვს დაქირავებული, ეს პრობლემაა, ბუნებრივია. წლობით, შეიძლება, გაგრძელდეს სამართლებრივი პროცედურები.
ასეთ დროს, მესაკუთრე უნდა წავიდეს სასამართლოში, მოითხოვოს ბინიდან კონკრეტული ადამიანის გამოსახლება, არაკეთილსინდისიერ ადამიანს კი შეუძლია, წლები გაწელოს სასამართლო პროცესი. ამ დროს მფლობელი, რომელსაც ის ფულს არ უხდის, დაზარალდება. ძალიან ბევრია ასეთი დავა საქართველოში და შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში ბინის მფლობელმა ვერ ისარგებლოს თავის უფლებით.
- რა უნდა იცოდეს ბინის მფლობელმა, ვიდრე ბინას გააქირავებს?
- ბინის მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ კანონი მისი საკუთრების დაცვის გარანტიას არ უზრუნველყოფს. მან ამ ყველაფერზე თავად უნდა იზრუნოს, ხელშეკრულებაში უნდა გაწეროს ისეთი მექანიზმები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოზე სწრაფად უზრუნველყოფს მის საკუთრებაზე უფლების აღდგენას. ეს, შეიძლება, იყოს არაადმინისტრაციული ღონისძიებები სხვადასხვა გზით. თუმცა აღნიშნული იქნება დამატებითი მექანიზმების ძიების საკმაოდ რთული პროცესია.