თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

საბურთალოს რაიონი, სოფ.დიღომი,არქანჯელო ლამბერტის N 61/63 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება : სოფ.დიღომი-კლაპროთის, ლამბერტის, სტივენსის, რაინეგესის, ბარონ დე ბაის, ჰუბერტის და ზუტნერის ქუჩებს.

ვაკის რაიონი, წყნეთის გზატკეცილის და უჩანეიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09:15-დან 21:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება : დაბა კოჯორს, დაბა კიკეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ.კვესეთს, სამადლოს და სოფ.ტაბახმელას.