ქართველი, რომელსაც ფილადელფიაში 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

კაცი

ქართველი მამაკაცი, რომელსაც ფილადელფიაში 11 იანვრის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. 

„შენთან სიკვდილი საიდან მოვიდა თორიკო? შენზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკოთ? გული, სული ყველაფერი მტკივა და მიჭირს იმ რეალობის მიღება, რომლის წინაშეც დავდექით წახვედი და თან გაიყოლე მთელი ჩვენი ბავშვობა და უდარდელი წლები, რომელიც ასე კარგად სწორედ შენს გამო მახსენდება, სწორედ შენ ხდიდი ყველა დღეს პოზიტიურს და სახალისოს, შენ გვიფერადებდი ყველა დღეს სკოლაში რამდენი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს თორიკო რამდენი, როგორ მენანები, როგორ“,- ასე წერენ მეგობრები 35 წლის ზუგდიდელ თორნიკე კვარაცხელიაზე, რომელიც ფილადელფიაში დაიღუპა.

მას მეგობრები 11 იანვრიდან ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.