პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის 43,7 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო

კაროლ ნავროცკი

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკავშირის თავდაცვის სესხის კანონპროექტს ვეტო დაადო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც სამხედრო ძალების გასაძლიერებლად ევროკავშირის სესხებში 43,7 მილიარდი ევროს გამოყენებისთვის მექანიზმს ქმნის.

პრეზიდენტის თქმით, ინიციატივაზე თანხმობის შემთხვევაში, პოლონეთს მისი ორმაგი ღირებულების დაფარვა მოუწევს, სარგებელს კი დასავლური ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მიიღებენ.

ნავროცკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი და მას სამარცხვინო უწოდა.