„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ლიკა ტალახაძე

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.  პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.