თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის ნაწილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ოპერა

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტისთეატრი აცხადებს, რომ სცენის სამსახურშიდასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) მოთხოვნასწარმოადგენდა არსებული ხელფასების 100%-ითზრდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია. აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთანდაკავშირებული  პროცესი თეატრის მიერ დაიწყოგაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრსმომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით.

კერძოდ, 2023 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოსკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისსამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმასახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარისოდენობით, რაც იანვრიდან შევა ძალაში. 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურისთანამშრომლებს შრომის ანაზღაურება ეზრდებათ 35-40%-ით, რაც თანამშრომლებს, პროფკავშირებსა დამედიაციის პროცესში ჩართულ პირებსოფიციალურად  ვაცნობეთ ჯერ კიდევ გაფიცვამდე.

სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნულიპროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურშიდასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისერთმა ნაწილმა 2023 წლის 03 ნოემბრიდან მიიღოგაფიცვის გადაწყვეტილება.

გაფიცულმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომხელფასის შეთანხმებულ - 35-40% პროცენტზე მეტი ოდენობით გაზრდის რესურსი თეატრს არ გააჩნდა, თუმცა,  მათ არ გაითვალისწინეს თეატრისინტერესები და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისიფუნქციონირების საკითხი, არ შეცვალეს პოზიცია დათეატრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე,შრომითი ურთიერთობის შეჩერების 30 დღიანიგონივრული ვადის გასვლის შემდეგაც, 24 დღისგანმავლობაში არ შეწყვიტეს გაფიცვის პროცესი. თეატრისთვის უცნობი იყო კიდევ რამდენ ხანსგაგრძელდებოდა გაფიცვა. ცალსახაა, რომ თეატრისფუნქციონირება ვერ იქნება დამოკიდებულითანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე. აქედან გამომდინარე, იზრუნა რა შემოქმედებითიპროცესის შეუფერხებელ გაგრძელებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე, თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით, ბუნებრივია, ერთი და იმავეფუნქციის შესასრულებლად თანამშრომლებისგაორმაგებული ოდენობა არაგონივრული დადამაზიანებელია. შესაბამისად, გაფიცულთანამშრომლებთან კვლავ სახელშეკრულებოურთიერთობაში შესვლა ობიექტური მიზეზით ვეღარგანხორციელდება.