გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
პაატა თედიაშვილი, რომელიც პროვაკაციული კლიპებითა და სიმღერებით გამოირჩევა, თავის ჩვეულ სტილს არ ღალატობს და სოციალური ქსელი კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ამჯერად, ერთ-ერთ ტელევიზიაში ხალათითა და ჩუსტებით წარდგა და შეასრულა სიმღერა სახელწოდებით „ძინ ძინ“. ცხადია, სოცქსელში განთავსებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რატომ მივიდა სტუდიაში ხალათით და სახის ნიღბით, ამაზე მომღერალი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
პაატა თედიაშვილი: - ეს სიმღერა 4 წლის წინ ჩავწერე, ახალი არ არის. რამდენიმე გადაცემაში შევასრულე, მაგრამ ასე ვერ გაჟღერდა. არ ვიცი, რა მოხდა. რაღაცამ ხელი შეუწყო, ალბათ იმიჯმა. გადაცემის თემა თავის მოვლა იყო. რომ გითხრათ, ყოველ დღე სალონებში ვარ ჩაბუდებული და თავს ვუვლი, არა. მშვენიერებისა და ახალგაზრდობის საიდუმლო, ალბათ გენეტიკური ფაქტორია. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, როცა შენგან განსაკუთრებულს, განსხვავებულს,საინტერესოს ელიან... ხალხი დაიღალა ერთი და იგივეთი, უცბად თავში აზრად ეს მომივიდა. გადამღებ ჯგუფს საქმე გავუიოლე, სალონში არ მოუწიათ წამოსვლა და მომზადებული სტუდიაში მივედი. სახეზე ნიღაბი არ მესვა. სტუდიაში, კუსტარულად დამზადებული მასალა წამისვეს.
- ვის, რას ეძღვნება და რა იდეას ატარებს სიმღერა?
- ამბობენ, რომ ყველა პრობლემის სათავე სექსუალური შიმშილია. როცა სულიერი, საეკლესიო ცხოვრება მსოფლიოში წინ წამოვიდა, იმ დროს აქცენტირებული იყო სულიერება და შესაბამისად, შემოქმედებაც ამ ნიუანსებით და ამ ფილოსოფიით სარგებლობდა - ეს იყო მხატვრობა, კინო, იქ რომანტიზმის ეპოქა წამოეწია მერე, იყო ლირიული გადახვევები ამ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ანტიკურ ეპოქაში სხეული და სექსის აუცილებლობა მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ეს არის ფიზიოლოგიის ნაწილი და თუ ადამიანს ეს აკლია, ბუნებრივია, ის გარკვეულ სტრესთან მიდის და არა მხოლოდ სტრესი, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანისთვის ძალიან ახლოა გარკვეულ ასაკში ონკოლოგიური დაავადებები, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის.
ჩვენთან თითქოს, ყველას აქვს სექსუალური ცხოვრება, მაგრამ როცა ამაზე საუბრობ, ან ეუხერხულებათ, ან საშინელი აგრესიით გამოხატავენ, რატომ საუბრობ ტელეეთერით. ექიმ-თერაპევტი ვარ, აუცილებელი არ არის სექსოლოგი ვიყო, რადგან სამედიცინო დარგის ყველა ნაწილი გავლილი მაქვს და სიღრმისეულად ვიცი ძალიან ბევრი პრობლემა. დამიჯერეთ, საქართველოში ცხოვრობს ქალების ძალიან მაღალი პროცენტი, რომელსაც ორგაზმისთვის არასდროს მიუღწევია და მათი პარტნიორები თუ მეუღლეები არასდროს ეკითხებიან, რა იგრძნო სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ. ასევეა, კაცებშიც. ხშირად სიმულირებენ, ვითომ ორგაზმს მიაღწიეს. ზოგადად, ძალიან ბევრი ფაქტორია, ენანებათ პარტნიორის გაშვება, არ უნდა მისი დაკარგვა, შეიძლება, მატერიალური საკითხებიც უდევს საფუძვლად... ეს თამაში არის ძალიან ცუდი.
გარდა მაგისა, სექსუალური ცხოვრების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ის, რაც აკრძალულია და საუკუნეების განმავლობაში აიკრძალა, ტაბუდადებული გახდა 70 წლის მანძილზე კომუნისტური ეპოქის დროს, რომელსაც ლოზუნგი ჰქონდა, „სექსმუშაკი ქალი კომუნისტი არ იყო“ ამ დროს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მთელი რუსეთისთვის სექსი სულ არ წარმოადგენდა რაიმე ახალს და პირიქით, ქართველი მამაკაცებიც მიდიოდნენ, ერთობოდნენ და მერე უკან ბრუნდებოდნენ. ამიტომ თემა არის ძალიან სენსიტიურიც, ტაბუდადებულიც. სცენა არის ფილმიდან „ძინ ძინ“, იგივე, რაც სექსს ნიშნავს და „მუგუნინიბა” - ანუ აკრძალულია. შემდეგ ფილმის მსახიობები იყურებიან იმ ღმერთისკენ, მუგუნინიბასკენ. აი ეს იყო, იუმორი, ირონია, რა თქმა უნდა, კომედიურ ჟანრში გადაწყდა, როგორც არანჟირება, ასევე იდეა და თემაც. ასეთი სიუჟეტია, ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი სექს პარტნიორი, ნიუანსებია ტრიალი თეძოებზე, ტექსტი ჰორმონებთან დავაკავშირეთ და გამოვიდა.
- როგორია თქვენი შეხედულება ამ თემაზე, სკოლებში სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია?
- მუდმივად საუბრობენ, რომ ეკლესია სკოლებში უნდა შევიდეს. რა თქმა უნდა, სულიერი ცხოვრება არის მნიშვნელოვანი, სულიერ საზრდოს ადამიანი მხოლოდ ეკლესიიდან არ იღებს, სულიერ საზრდოს ადამიანი შემოქმედებიდან იღებს, ეს არის კინოთეატრი, მხატვრობა და სხვადასხვა დარგი. ვიღაცა წილნაყარია მუსიკასთან, ვიღაცა მხატვრობასთან, თეატრალურ ცხოვრებასთან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან სპორტსმენები, ინჟინრები, ექიმები, რომელთათვისაც სულიერი ცხოვრება აუცილებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესია არ აძლევს სულიერ განათლებას, ეკლესია გარკვეულწილად აკავშირებს რაღაცა ნიუანსებით და აჯერებს საზოგადოებას, რომ ისინი ღმერთთან ახლოს არიან, თუმცა, სულიერი ცხოვრების თვალსაწიერს ეკლესია ვერასდროს გაზრდის, რადგან იქ თავისი ჩარჩოებშია ჩასმული და მხოლოდ ეკლესიის შესვლა არ ყოფნის.
გარდა ამისა, თაობების აღზრდისთვის და მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სექსუალური განათლება აუცილებელია. როდესაც ორივე სქესის მოსწავლეს ესაუბრებიან გამრავლებაზე, არ უნდა რცხვენოდეთ და ალმური არ უნდა ასდიოდეთ სახეზე. ეს ისეთივე აუცილებელი საკითხია, როგორც კვება, დეფეკაცია, შარდის გამოყოფა და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მნიშვნელოვანი მომენტები.
- ასეთი ღრმა აზრის მიუხედავად, ადამიანები სერიოზულად ვერ აღიქვამენ და ხშირად, აგრესიულად გამოხატავენ თავიანთ შეფასებას
- ყველა ჩემ ბოლო ნამუშევარს, ეს იყო „სიყვარულის არმია“, „მუსიკალური გველი“ „ძინ ძინ“ და ის რაც შემდეგ გამოვა, ყოველთვის გარკვეული ინტელექტი და გარკვეული ფილოსოფიური საფუძველი უდევს. ყველაზე რთული იცით რა არის, განა მწყინს, ვინ რას წერს, ან რომ მიმოიხილავს, იმიტომ კეთდება, რომ ასეც იყოს, მაგრამ არასდროს ისმენენ ტექსტს, არასდროს უღრმავდებიან რატომ მოხდა, რატომ დაიწერა. ეს ადამიანთა კასტაა, რომლებიც ასე განიხილავენ საკითხს, პრობლემა მათში არ არის, პრობლემა მათ აღზრდის საკითხშია, განათლების დეფიციტში და იმაში, რომ ისინი ასე გაზარდა ეპოქამ, დრომ და სხვაგვარად არ შეუძლიათ.
- ახლა რას გვიმზადებთ?
- მომდევნო ნამუშევარი მონოგამიას დაუკავშირდება. ხშირად მონოგამიაა, რომელიც დაუფასებელი რჩება - ადამიანის ერთგულება ოჯახშიც და სიყვარულშიც. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ამ მონოგამიით დაიღალა, რომელიც ერთგვარად ტოქსიურ გარემოში აღმოჩნდა და გახდა საფუძველი ძალადობის, რომელსაც აჯერებენ, რომ აუცილებლად მონოგამი უნდა იყოს და ამ დროს მეორე ნახევარი აბსოლუტურად არ განიცდის იმას, რომ პოლიგამია და ამ თვალთმაქცური ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას. აი ამას თემას მიეძღვნება სწორედ, ერთ დღესაც იღვიძებს ადამიანი და ამბობს, დაიღალა ამ მონოგამიით და „მე დღეს ამაღამ ყველასთან დავწვები, მომეცით, მომეცით, მომეცით სიგნალი“. ვოკალი ჩაწერილია, ახლა ინსტრუმენტალური დამუშავება მიდის. გარდა ამისა, საჭიროა მოცეკვავეები, კოსტიუმები, შოუ. კოსტიუმებშიც გარკვეული აზრი იქნება გამოტანილი და იმ ქორეოგრაფიული ნაწილიც იტყვის სათქმელს გარდა ტექსტისა და მელოდიისა. ამიტომ სადღაც, ერთი თვის ფარგლებში შეიფუთება.