„ეს ანგელოზი მონასტერში მუშაობის დროს დააფიქსირა ფოტოაპარატმა...“ - ბექა ჩხაიძე ბერ იოვანეზე წერს, რომელსაც ჯაჭვები მთელ ტანზე აქვს შემოხვეული

ზნგელოზი

მომღერალი ბექა ჩხაიძე მზოვრეთში მყოფ ერთ-ერთ ბერ იოანეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

მოძღვარი, რომელიც ყველგან გხედავს და ყველაფერს ხედავს... სკოლის დროს ჩადენილ ცოდვასაც გაგახსენებს დეტალურად, რომელიც საერთოდ არ გახსოვს, რა თქმა უნდა, დაბრკოლების გარეშე, რაიმეზე თუ ფიქრობ, მოვა და ზუსტად იმაზე დაგიწყებს ლაპარაკს, რაზეც ფიქრობ.

ეს ჯაჭვები მთელ ტანზე აქვს შემოხვეული, 20 წელია.  ეს ანგელოზი მონასტერში მუშაობის დროს დააფიქსირა ფოტოაპარატმა. „მზოვრეთი“, 17 ბერი 17 სქემაში ასე რომ...  ძალიან ძლიერი ბერები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ერიდებიან ერში გამოჩენას და არიან გაძლიერებულ ლოცვაში.“ - წერს მომღერალი.

ბექა ჩხაიძის პოსტს მომღერალი ირაკლი ნოზაძეც გამოეხმაურა.

ირაკლი ნოზაძე: „უმაგრესი ადამიანი და ძალიან ძლიერი მამაოა! მის წინ ვიდექი და მთელი სხეულით ვცახცახებდი. ზუსტად იქ დამადო ხელი, სადაც ჭრილობა მქონდა და მიზეზზეც მიმითითა! გფარავდეთ ყველას უფლის მადლი და ძალა“