სიმპტომები, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება

დაბლოკეს ცილა, რომელიც კიბოების 75 პროცენტის გავრცელებას უწყობს ხელს

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი იმ სიმპტომების შესახებ წერს, რომლებიც კიბოს გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე ვითარდება. 

მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. წონაში უმიზეზოდ კლება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყოველგვარი ძალისხმევისა და მიზეზი გარეშე წონის უეცარი კლება.
  2. დაღლილობა - უკიდურესი დაღლილობა, როდესაც მდგომარეობას არც დასვენება და არც გართობა არ აუმჯობესებს. ექიმების თქმით, კიბო ორგანიზმს ფიტავს, რაც უკიდურესი დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. 

  3. ცხელება - ტემპერატურის მატება გაციებასა და ვირუსს ყოველთვის თან ახლავს. მაგრამ თუ ცხელება გარკვეული მიზეზების გარეშე ვლინდება, ეს ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია.

  4. ცვლილებები კანზე -  სიყვითლე (თვალების ან თითის წვერების გაყვითლება) ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ინფექციაზე ან კიბოზე შეიძლება მიუთითებდეს. ამიტომ, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, თუ სიყვითლის რაიმე ნიშანს შეამჩნევთ.  ასევე, საყურადღებოა ხალებიც - თუ ისინი ფერს იცვლიან ან მუქდებიან.