რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასწავლებლის განცხადებაში ვკითხულობთ, ბიჭი ბოლოს 14 მაისს, კავკასიის მედიცინის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
„2026 წლის 15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოვიდა შეტყობინება CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის (Dhvanit Rajdeep, ინდოეთი) გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით.
ინფორმაციის მიღებისთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სერვისს 112 და განაცხადა სტუდენტის გაუჩინარების შესახებ.
სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, იმავე დღეს აღიძრა საქმე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უნივერსიტეტი პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამასთანავე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკარგული სტუდენტის ოჯახსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოსთან.
უკანასკნელი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს, 15:30 საათზე, დვანიტ რაჯდიპი ნახეს კავკასიის მედიცინის ცენტრის (თბილისი, საბურთალო) მიმდებარე ტერიტორიაზე.
გთხოვთ, თქვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს (112) ან დარეკოთ უნივერსიტეტში, შემდეგ ნომრებზე: +995 591 114 577;
+995 551 546 642“, - ნათქვამია ინფორმაციაში.