წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779994388
საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
დენგე საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუდასტურდა და ის ახლა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
როგორ დავიცვათ თავი დენგეს ვირუსისგან - თემაზე „პრაიმტაიმთან“ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.
„დენგეს ცხელებას იწვევს ვირუსი - ინფექციურ-გადამდები დაავადება, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. ამ ვირუსის გადატანა ხდება კოღოების მეშვეობით. გადამდებლობა ხასიათდება კოღოს ნაკბენის მეშვეობით. ეს ვირუსული ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. ინკუბაციური პერიოდი აქვს ერთი კვირიდან ორ კვირამდე. დასაწყისი აქვს მწვავე, ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, შეიძლება სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შეშუპება, განსაკუთრებით კი თვალბუდის არეში...
ამ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების რისკები ნაკლებია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე მსოფლიოში მობილობა ძალიან მაღალია და გვიწევს მოგზაურობა, მწერის კბენის შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ და ჩამოთვლილი განვითარებული სიმპტომების შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ, არამედ აუცილებლად უნდა მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას“, - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779996083