სამთავროს დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დოდო კეზელი

სამთავროს დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანის - დოდო (თამარ) კეზელის გარდაცვალების გამო.

​დოდო კეზელმა სიცოცხლეშივე დაიმსახურა გარშემომყოფთა განსაკუთრებული სიყვარული, პატივისცემა და აღიარება.

იგი იყო უზადო ინტელიგენტობის, სათნოების, საოცარი შინაგანი კულტურისა და სიკეთის განსახიერება.
მისი ცხოვრების გზა გახლდათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ატარო ადამიანობა ღირსებით, სიყვარულითა და სხვებზე ზრუნვით.

ამ დიდ და აუნაზღაურებელ დანაკლისს გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო მისი სახელი.

ქალბატონი დოდოს სახელი, მისი თბილი ღიმილი და კეთილი საქმეები სამუდამოდ დარჩება მისი მომგონებლების გულებში.

უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ნათქვამია სამთავროს დედათა მონასტრის სამძიმრის ტექსტში.