სასაზღვრო პოლიციამ 4 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ხოლო ორი მათგანი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.