მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

გველები

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით.

არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, აქვთ ძლიერი სუნი, რომელიც გველებს ეს არ უყვართ.

1. მარიგოლდი (Marigold) - მას მძაფრი სურნელი აქვს, რაც გველებს არ მოსწონთ. ეს მცენარე მწერებსაც აფრთხობს.  და ყველაფერთან ერთად,  მისი ოქროსფერი ყვავილები ეზოს განსაკუთრებულ სილამაზესაც მატებს. 

2.ხახვი და ნიორი (Onion & Garlic) - ორივე მცენარე  გოგირდის ნაერთებს შეიცავს, რის გამოც საკმაოდ გამოკვეთილი სურნელი აქვთ.  თუ ბაღის კიდეებზე დარგავთ, ბუნებრივ დამცავ ზოლს შექმნის. თან სამზარეულოშიც გამოგადგებათ. 

3.კაქტუსი (Cactus) - მისი ეკლები ბუნებრივ ბარიერს ქმნის და გველებს გადაადგილებას ურთულებს. კაქტუსი გვალვაგამძლეა და მშრალ კლიმატშიც ადვილად იზრდება. რეკომენდებულია კედლებთან ან შესასვლელებთან განთავსება. 

4.აბზინდა (Mugwort) - აბზინდას ძლიერი და გამორჩეული სურნელი აქვს, რის გამოც ისტორიულად მას გველების საწინააღმდეგო მცენარედ იყენებდნენ. გამძლე მცენარეა და ბაღის ირგვლივ ბუნებრივ დამცავ ზოლს ქმნის.

5. ლავანდა – გველებს ამ მცენარის ეშინიათ. არ უყვართ მისი სუნი და ამის გამო, მას შორდებიან.