"მარუსასაც მოუკლეს შვილი, ოღონდ ჯვარზე კი არა, აფხაზეთის ომში. შვილის დასაფლავებიდან მეორმოცე დღეს, თეთრი მტრედი მოფრინდა და..." - ემოციური წერილი ღვთისმშობელს

dedagvtisa

"წერილი ღვთისმშობელს" - ამ ემოციურ ჩანახატს რელიგიური გვერდი "ტკბილ ხარ შენ, უფალო" აქვეყნებს. 

 

"გამარჯობა ღვთისმშობელო, წერილს გიგზავნი ჩიტის გულისხელა საქართველოდან. აბა, მე ლოცვის შნო ვინ მომცა. და ისევ ასე, წერილობით საუბარი ვარჩიე. წერილს ვატან ჩვენი ეზოს მტრედს, მარუსა ბაბოს სახლის სხვენზე რომ ღუღუნებს ხოლმე. გეცოდინება. მარუსასაც მოუკლეს შვილი, ოღონდ ჯვარზე კი არა, აფხაზეთის ომში. შვილის დასაფლავებიდან მეორმოცე დღეს, ერთი თეთრი მტრედი მოფრინდა და მის სხვენზე დაბინავდა. დილ-დილაობით მოაჯირზე ჩამოსკუპდება და ხორბალს აჭმევს იმ ჯამიდან, მიცვალებულს რომ ედგა თავთან... საფლავზე არ მოუბნევია, თეთრ მტრედს უზოგავს. თეთრი მტრედის მოსვლის შემდეგ, მარუსა ბაბომაც გაიხადა შავი პერანგი, აღარა ვარო ჭირის პატრონი; თეთრი ხილაბანდი წაიკრა და ასე დადის..."

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ერთხელ, როცა ჩემთვის, ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას ვკითხულობდი, უცებ..." - რას იხსენებს "სალხინოს ღვთისმშობლის" ხატზე დეკანოზი სერაფიმე დანელია

დედა ნატალია, შვილი არ მიჩნდება... დედაო, ჩემი შვილი ვერ მეტყველებს...“ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს

„მამა გაბრიელის ლოცვით, ღმერთმა ჩემი ბედისწერა ზეცაში შეცვალა“ - დაუჯერებელი ისტორიები, რომელთაც მამა გაბრიელის სულიერი შვილი პირველად გვიყვება