დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ეკა სანაია იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც მამა გაბრიელის ხილვის ბედნიერება ერთი წელი ჰქონდა. 90-იანი წლების საქართველოში, როგორ ახერხებდა, თბილისიდან თითქმის ყოველდღე მცხეთაში ჩასვლას, მამა გაბრიელის მონახულებას, იმ საოცარი გარემოს ზიარებას, რაც დედათა მონასტერში ხვდებოდა და მერე უკან, შავ-თეთრ რეალობაში დაბრუნებას, ამაზე თავად გვიამბობს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ეკამ, მზიანი ტოსკანას საკურორტო ქალაქ ვიარეჯიოში მცხოვრებ იტალიელ სიძეზე, საოცარი და ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბავი მოგვითხრო.
ეს ამბავიც მამა გაბრიელთან არის კავშირში. მსგავსი რამ, არსად გაგიგიათ და მოგისმენიათ.
ეკა სანაია: – 1995 წელს, სვეტიცხოვლობას, ჩემი დეიდაშვილიშვილები მამა გაბრიელთან წავიყვანე. მამა გაბრიელმა დალოცა გოგონები. მაშინ ისინი 14-15 წლისანი იყვნენ. მანამდე, მათი დედაც, ჩემი დეიდაშვილი მარიკაც მყავდა მიყვანილი და ამბობს, ხელი რომ დამადო და დამლოცა, მთელი ცხოვრება მყოფნისო. მისი უფროსი გოგონა, ეკა გიჟდებოდა მამა გაბრიელზე, ისე უყვარდა.
მარიკა იტალიაში წავიდა სამუშაოდ. მის შვილს, ეკასაც სურდა წასვლა, ენა ისწავლა. ამასობაში ინტერნეტით გაიცნო 46 წლის იტალიელი ჯინო ვანუჩი. ჯინო ისე მოიხიბლა ეკათი, რომ ჩამოაკითხა და შვილთან ერთად წაიყვანა ტოსკანაში.
ჯინო მორწმუნე კათოლიკე იყო. მედავითნე ყოფილა. გალობდა კიდეც.
რომ შეხედავ, ტიპური იტალიელია, მაგრამ სულიერად განსხვავებული ადამიანია. აქ მოინათლა მართლმადიდებლურად.
ჯინო მიყვება: ეკას წასაყვანად რომ ჩამოვედი საქართველოში, სახლში, კედელზე ვნახე მამა გაბრიელის ფოტო. (მაშინ ჯერ მისი ხატები არ იყო). დავაკვირდი და ეკას ვკითხე, ეს შენი პაპაა-მეთქი? არა, ეს ჩვენი წმინდანიაო. კი მაგრამ, რანაირი წმინდანია, ამ წუთას ფანჯრიდან დავინახე, სამშნებლო ურიკაში იჯდა, ვიღაცას მოყავდა-მეთქი, ვუთხარი. ამომხედა, თვალი თვალში გამიყარა და თბილად მიღიმოდა. კიდევაც გავიფიქრე, ეს კაცი გიჟი ხომ არ არის, ურიკაში რა უნდა-მეთქი, მაგრამ მე მაშინ მისი ძალა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოო.
ვკითხე, ჯინო, მართლმადიდებლურად მონათვლა არ გინდა-მეთქი? მინდაო და ზუსტად ორ დღეში, ზემო ბეთლემის წინამძღვარმა, მამა იოანემ მონათლა და მასაც დაარქვა იოანე… ნათლობიდან პირდაპირ მამა გაბრიელის საფლავზე წავედით…
მერე იყო ის პერიოდი, დედა პარასკევამ რომ თქვა, შობას, საფლავზე, სამ სურვილს თუ ჩაიფიქრებთ, მამა გაბრიელი აგისრულებთო. ერთი ამბავი იყო მამა გაბრიელის საფლავზე, გადალეწეს საფლავის ქვები და ირგვლივ ყველაფერი, უზარმაზარი რიგი იყო.
ამ დროს ჯინო მოხვდა ციხეში. ჰქონდა ფირმები და გადასახადების გადაუხდელობის გამო, ყველაფერი დაუყადაღეს და დააკავეს.
მირეკავს დეიდაშვილი, მარიკა, ჯინოს საკანში ეცხადება მამა გაბრიელი და მთხოვს შენთან დარეკვას, რა უნდა, იქნებ მითხრასო. ეს სიზმარი არ არის, ცხადად ვხედავ, ვიჩქმეტ ყველაფერს და ქართულად მელაპარაკებაო. ეკას ჰკითხეთ, რა გავაკეთო, ჩემი წაყვანა ხომ არ უნდაო.
მე ვუთხარი, აქ ისეთი ამბავია ახლა, მთელი საქართველო მამა გაბრიელის სასწაულებს ელოდება, შენ თუ მანდ გეცხადება, რაღაც სიურპრიზს გიწყობს, ალბათ, პირიქით, გეხმარება-მეთქი.
სამ-ოთხ დღეში ერთხელ მირეკავდნენ და ხილვებს მიყვებოდნენ. ხან კედლიდან გამოდის, ხან კარიდან შემოდის და ეს არის ცხადიო.
ციხის ეკლესიაში გარბოდა თურმე ჯინო ტირილით. პადრეს უკითხავს, რა გატირებსო. ჩემს სიძესაც მოუყოლია. მე ამდენი წლის მღვდელი ვარ და წმინდანის გამოცხადებას ვნატრობ. შენ თუ ასე გეცხადება, ბედნიერი ყოფილხარო, უთქვამს მღვდელს. მერე ვიღაც პატიმარი შესულა, გავიგე, “სხვანაირი” ყოფილხარ, ძია, გეხვეწები ჩემზე ილოცეო. ერთ კვირაში მადლობით შესულა ეს ბიჭი, უკვე სახლში მიშვებენ, შემეწია თქვენი ლოცვაო.
ერთხელ ღვთისმშობელთან ერთად გამოცხადებია. ეს ჩვენი მადონა არ იყო, თქვენი ღვთისმშობელი იყოო, ჯინომ. აღწერა, წითელა კაბა ეცვა, კელაპტარი ეჭირა და მამა გაბრიელს გრაგნილი, თქვენს ენაზე მელაპარაკებოდნენო…
ბოლოს რაღაც წერილი მიუცია და აინტერესებდა, რას ნიშნავდა ეს ხილვა. ჯინოს 8 წელი ჰქონდა მისჯილი. ამ ბოლო ხილვის შემდეგ კი გამოიძახა ადვოკატმა და უთხრა, შენს საქმეს გადავხედეთ და სასჯელს გიხსნით, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გიშვებთო.
ამის შემდეგ ხილვაში გამოცხადებულ მამა გაბრიელს მისთვის უთქვამს, მაინც ხომ შევასრულე ის, რაც მინდოდაო. ჭკუაზე არ იყო ჯინო. ამდენი წელი ჰქონდა მისჯილი და სასწაულებრივად, ორ წელში გამოუშვეს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეკას და ჯინოს, მესამე შვილი შეეძინათ. ბიჭს, რა თქმა უნდა, გაბრიელი დაარქვეს.
ახლა მათ გოგოებს ეცხადება მამა გაბრიელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა - 27 სექტემბერი ჯვართამაღლებაა