„სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო... უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ - დედა მატრონას სასწაულები, რომელიც ჩაგაფიქრებთ

deda matrona

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... მას მორწმუნენი მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...

ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. გახლავთ მედავითნე.

გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით მასთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელმაც ჩემში მისადმი რწმენა გააღვიძა და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა.

90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.

მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...

საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე.

მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.

ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.

საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს.

გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს

Exclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები

„ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს პროფილზე, გოგოებს კი წარწერით „აუ რა სიმპათიური ბიჭია” - მსახიობის გარდაცვალებამ თბილისი შეძრა