ვანგას რჩევა: რა უნდა იქონიოთ სახლში, რომ იქ ბედნიერება და სიმდიდრე სუფევდეს
1795552362
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი სტუმრად, ოვერტაიმში, ანგარიშით 92:88 დაამარცხა.
ათენში გამართული დაპირისპირება თავიდან ბოლომდე დაძაბული და თანაბარი იყო. საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია ლიდერობდა, რომელმაც მეტოქესთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ძირითადი დრო ფრედ, 75:75 დასრულდა, გამარჯვებული კი დამატებით დროში გამოვლინდა.
ოვერტაიმში, მიუხედავად რატი ანდრონიკაშვილისა და ალექსანდრე მერკვილაძის მოედნიდან გასვლისა, ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიასთან გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.