1728846029
„შენ არ ხარ მკვდარი, შვილო! ქვეყანა არ დაგკარგავს“ - პოლიციელის დედა
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. მოკლული პოლიციელის დედა ამბობს, რომ მას გმირი შვილი ჰყავდა, რომელსაც ღმერთი და ქვეყანა არ დაკარგავს.
„კეთილი ბავშვი იყო თავიდანვე. ძალიან მამაცი. მამაც და ესეც ომის ვეტერანი იყო. კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მადლობელი ვარ უფლის, რომ გმირი ქმარი და შვილი მყავდა. შენ არ ხარ მკვდარი შვილო. არც ღმერთი და არც ქვეყანა გმირებს არ კარგავს“,- ამბობს გარდაცვლილი პოლიციელის დედა.
შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.