გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად და ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი - მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან

გიორგი პატარიძე

გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად და ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გასაჯაროვდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად და ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს. ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით.

აქვე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს უკვე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულ დავითაის სრულ გადაადგილებას ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ცნობილია, პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრები დღეს გაასაჯაროვა.

✕