1728574816
საგარეჯოში დაშავებულებიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ რჩება - ახალი დეტალები
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
რაც შეეხება დაშავებულებს, ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონი თბილისში გადმოიყვანეს, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენები კი საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში“ განაგრძობენ მკურნალობას.
ექიმი განმარტავს, როგორია მათი მდგომარეობა.
„სამი ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას. ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტაენტში რჩება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა კრიტიკულად მძიმედ რჩება“,- ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, ტრაგედია საგარეჯოში 19 იანვარს მოხდა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.