„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
საგარეჯოში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია.
„ძალიან მძიმე შემთხვევაა - 5 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი ჩვენი თანამშრომელია. მინდა ოჯახებს მივუსამძიმრო. 5 ადამიანია ასევე დაჭრილი, ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. ვერავინ ვერ ვხსნით რა მოხდა. მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა ჯერ ერთი მხრიდან, მერე აივნის მეორე მხრიდან, სახლში იყო იმ პირის შვილიც, რომელიც სახლიდან გაიქცა.
ეს პირი სამხედრო პირი იყო, როგორც უკვე ვიცით 2021 წელს არის წამოსული სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა ჯარში და ავღანეთშიც ნამყოფია. სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა და მოუწოდეს, მაგრამ ვერაფერი... გასროლა გააკეთა ამ პირმა მაშინ, როდესაც სპეცრაზმი შევიდა. სპეცრაზმმა ნახა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და გვერდით იარაღი ედო.
სახელს და გვარს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, შვილი ვერაფერს გვეუბნება ამბობს, რომ გამოვედი და გვამები ძირს ეყარა, მე კი გამოვიქეციო,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.