შეიძლება თუ არა ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა?

ჯვარი

კითხვაზე, თუ შეიძლება ტრანსპორტში ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა? დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.

„ეს კითხვა მრავალს ებადება. ლოცვა, არათუ შეიძლება, საჭიროცაა ყველგან. ამას თვით წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის: მოუკლებელად ილოცევდით (1თეს. 5,17). შეიძლება ვილოცოთ სკვნილით, ან ვიმეოროთ ფსალმუნები და სხვა ლოცვები. ტრანსპორტში ლოცვის გარდა პირჯვრის გადასახვაც შეიძლება“