შეიძლება თუ არა ორსულობის დროს შილაკის გაკეთება - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის რჩევები

შილაკი

რა ეკრძალებათ ორსულებს - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა თათია ტუღუშმა ,,რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში, ორსულობაზე და ორსულობის დროს გასათვალისწინებელ სხვადასხვა აკრძალვაზე ისაუბრა.

მათ შორის, ორსულობის პერიოდში შილაკის გაკეთებაზე:

,,ორსულობის დროს შილაკის გაკეთებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად კრძალავს. ორსულობის დროს გამორიცხულია, რადგან რაიმე გადაუდებელი რომ მოხდეს, სანამ ამ ფრჩხილს გადაწმენდენ ექიმები, დრო გადის, შილაკი კი ძალიან ბევრ მანიპულაციას უშლის ხელს. ჩემი რჩევაა ყოველთვის ორსულებთან, რომ უბრალოდ მოიწესრიგონ ფრჩხილები და გადაისვან ჩვეულებრივი ლაქი“, - აცხადებს თათა ტუღუში.