VIDEO: თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ ძმას შეხვდა - ემოციური კადრები

თამუნა

თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ ძმას შეხვდა. 

ემოციურ კადრებს იგი სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს. 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა. 

 თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შექმნა ფეისბუკ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია წლების განმავლობაში, საქართველოში არსებული სხვადასხვა სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდო უკანონო გაშვილებისა და გაყიდვის შემთხვევების შესახებ.

2021 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ შეიქმნა, თამუნა მუსერიძის თქმით, მოხერხდა 700-ზე მეტი ბიოლოგიური ოჯახის დაკავშირება, რომელთა შორისაც არიან უკანონოდ გაშვილებული/გაყიდული ბავშვებიც.

თამუნა მუსერიძე 2023 წლის BBC-ის „100 ყველაზე გავლენიანი ქალის“ სიაში მოხვდა.

მისი თქმით, 31 წლის იყო, როცა გაიგო, რომ ნაშვილებია; ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში ბავშვების გაყიდვის „შავი ბაზრის“ შესახებ შეიტყო, რის შემდეგაც დააარსა ჯგუფი „ვეძებ“ და არაერთ ადამიანს მშობლების მოძებნაში დაეხმარა.