სჭირდება თუ არა მანქანას გახურება დაძვრამდე - ნახეთ, მევლუდ მელაძის პასუხი

მევლუდ მელაძე

მევლუდ მელაძე მანქანებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას „შუადღესთან“ პასუხობს, ანუ საჭიროა თუ არა ძრავის გახურება მის დაძვრამდე:

„ამ საკითხმა დიდი დავა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ძალიან მინდა, ფიზიკურადაც ავხსნა, რა და როგორ ხდება. ბევრი არგუმენტია, რომ დეტალების ცვეთას იწვევს და ა.შ. თანამედროვე ავტომობილებს გათბობა აღარ სჭირდება. როცა ძრავი ოპტიმალურ ტემპერატურაზეა, მაშინ მისგან შეიძლება მივიღოთ ოპტიმალური სიმძლავრე. თუ ჩვენ ვაპირებთ რბოლას ან აგრესიულ მართვას, რა თქმა უნდა, ჯობია ოპტიმალური ტემპერატურა. მაგრამ ყველა მწარმოებელმა იცის, რომ ოპტიმალურ ტემპერატურამდე ასვლა სჭირდება, ამიტომ თავს იზღვევენ. ძრავის შემთხვევაში, ნებისმიერი მბრუნავი დეტალი შუაში მოქცეული ზეთით არის გამოყოფილი. ზეთის გარსი ორ მეტალს შორის უზრუნველჰყოფს, რომ ეს ორი დეტალი ერთმანეთს არ შეეხოს. რაც უფრო ცხელია ზეთი, მით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება ის. ყველაზე ხშირად რასაც ებრძვიან მწარმოებლები, არის ის, რომ რაც შეიძლება გრილად შეინარჩუნონ ზეთი, რათა სიბლანტე არ დაკარგოს…“