მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.
„პატრიარქს, რომელმაც ჩაიბარა ფაქტობრივად უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრით და 40-მდე სასულიერო პირით... დღეს კი მას, 89 წლის იუბილეს, 2000-მდე ეკლესიის 3000-ზე მეტი სასულიერო პირი და ასიათასობით მრევლი ულოცავს.
ეს გამრავლებული მადლი და ერის სიყვარულია ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე მისი ღვაწლის ყველაზე თვალსაჩინო დასტური.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას!
დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.