საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„2024 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი იოანე სიჭინავა.

მღვდელი იოანე დასვენებულია ბათუმის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის ტაძარში. შაბათს, 13 იანვარს, 15:00 საათზე იგი დაიკრძალება ბათუმის მირქმის სახელობის ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა იოანეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი იოანე", - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

ასევე ნახეთ:

თბილისში ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

რატომ აქვს ქალისა და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს