"სამი რამის მეშინია, მტანჯავს, მდევნის და მაცამტვერებს" - უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს" - რა აშინებს კაცობრიობის მტერს

ziareba

"ერთხელ როდესაც წმინდა იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი გაეხსნა და იხილა ეშმაკები. ისინი ღვთის კაცთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, მაგრამ გაშორებაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულები დაინახა, წმინდანმა ჰკითხა, რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად?

- „სამი რამის - უპასუხეს ეშმაკებმა: იმის, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ეკლესიაში განიბანებიან და რასაც ეკლესიაში იგემებენ“.

- „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?“ - კვლავ შეეკითხა წმინდანი: - „ის რასაც თქვენ ეკლესიაში იგემებთ" - უპასუხეს ჯოჯოხეთის მსახურებმა.

ის, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ - ჯვარია, რითაც განიბანებიან - ნაკურთხი წყალი, ხოლო რასაც იგემებენ - წმიდა ზიარება.

 

ღირსი პაისი ათონელი აღმსარებელი:

"სამი რამის მეშინია და ვერ დავითმენ", - უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს, - "ესაა ნათლისღება, როცა სრულიად ვკარგავ ძალას და თქვენზე ძალაუფლებას; ჯვარი, რომელიც მტანჯავს, მდევნის და მაცამტვერებს და ბოლოს, ზიარება. ეს უკანასკნელი ჩემთვის გეენიის ცეცხლზე საშინელია, ვუფრთხი მას ისე, როგორც მზისა ეშინია ბნელს. ღირსეულად მაზიარებელთან მიახლოების კი არა, მისი შეხედვისაც კი მეშინია, მაგრამ ადამიანთა წყალობით, მათი უყურადღებობით და მანკიერი ჩვევების გამო, თვითონვე რომ იშორებენ და განაქარვებენ საიდუმლოთა მადლს, მხოლოდ დროებით განვეშორები ხოლმე მათ".

 

განა გასაკვირია, თუკი ეშმაკები ამ სამი სიწმინდისაგან ძრწიან? ძრწიან და ადამიანებს საწინააღმდეგო რჩევებს უჩურჩულებენ:

1) ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილონ თავგანწირვა (სურთ, ამგვარად ადამიანის გულიდან სიყვარული და კაცთმოყვარეობა ამოძირკვონ);

2) იცხოვრონ ცოდვისმიერი უწმინდურებით (რათა ადამიანები საკუთარ მონებად და ახლობლებად აქციონ, ჩამოაშორონ ისინი უწმინდეს ღმერთს);

3) აშიმშილონ და შიმშილით მოაშთონ გადაბირებული სულები, არ მისცენ მათ ღვთიური საზრდო (ზიარება), რომელსაც ისინი თავისი ბუნებიდან გამომდინარე მიელტვიან, არამედ, გამოკვებონ მხოლოდ მიწიერი საზრდოთი, მსგავსად ცხოველისა.

ზიარების ჯოჯოხეთის სულებს ყველაზე მეტად იმიტომაც ეშინიათ, რომ იგი ადამიანის ღმერთისაკენ ზეაღსვლას აგვირგვინებს და მასთან აკავშირებს''

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (+1956წ.)

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უწინასწარმეტყველა უშვილობა მამა გაბრიელმა მცხეთელ ბიჭს - "ახლა მაინც მაპატიე-მეთქი..."

 ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” მცველების განცხადება 

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს