1732386875
საინვესტიციო ფონდი „კეტარი“ საქართველოში პრესკონფერენციას მართავს
ოთხშაბათს, 22 ივნისს 14:00 საათზე მულტიფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ გაიმართება ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის „კეტარის“ პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ფონდის დამფუძნებლები და მათ მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმარი - მარტინ ლინდსტრომი, მსოფლიოში აღიარებული, ნომერ პირველი კულტურისა და ბრენდის ექსპერტი.
ფონდი „კეტარი“ არის კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც 20 ქვეყანასა და 4 კონტინენტზე ოპერირებს. ფონდს წამყვან ქვეყნებში განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. მათ შორის აღსანიშნავია, აშშ- ში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ჩეხეთში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული დიზაინის ნამუშევრების დეპონირების სერვისი
ALGO და გლობალური მედია მონიტორინგის სისტემა - AI&ML.
„კეტარის„ მთავარი მიზანია, კომფორტული ზონის შექმნა და მხარდაჭერა კრეატიული კლასტერებისა და შემოქმედებითი საზოგადოების იდეებისა და პროექტებისთვის. ამასთანავე, ფონდი გეგმავს ინვესტირების განხორციელებას სტარტაპებში.
საქართველოში „კეტარი“ იწყებს პროექტების ძიებას, შემდგომი ინვესტირების მიზნით, კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან, მათ შორის, IT ტექნოლოგიები; ციფრული და ტრადიციული მედია; კინოწარმოება; სარეკლამო ბიზნესი; მოდის ინდუსტრია და სხვა.
ფონდი საქართველოში გეგმავს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას, ასევე საჯარო დისკუსიებისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმების შექმნას, რომლის მიზანია ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
ფონდი „კეტარის“ დახურული პრეზენტაცია „Everything is O.Kettari“ გაიმართება ხუთშაბათს, 23 ივნისს 19:00 საათზე, სადაც მარტინ ლინდსტრომი მოხსენებას გამართავს შემდეგ თემებზე: შემოქმედებითობა, კრეატიული ეკონომიკა, საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ტრანსორმაციები შემოქმედებითი ეკონომიკისა და კრეატიულობის მეშვეობით.
პრეზენტაციას დაესწრებიან შემოქმედებითი ინდუსტრიის მენეჯერები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი.
პრესკონფერენციის დრო: 14:00
მისამართი: „რესპუბლიკა“, პირველი რესპუბლიკის (ყოფილი ვარდების რევოლუციის) მოედანი, თბილისი 0108
საკონტაქტო: 577400010; 591443340