ჰონგ-კონგის საკულტო რესტორანი ჩაიძირა

რესტორანი

რესტორანი Jumbo, რომელიც ჰონგ-კონგის ნავსადგურში თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო განთავსებული, სხვა ადგილას გადატანის მიზნით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაიყვანეს, რა დროსაც, კონსტრუქცია გადატრიალდა და ჩაიძირა. 

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

კომპანია Aberdeen Restaurant Enterprises-ში, რომელსაც რესტორანი ეკუთვნის, აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

რესტორანი 2020 წლის მარტში, კოვიდპანდემიის გამო დაიხურა. მას ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. მის ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის დედოფალი, მსახიობი ტომ კრუზი და ცნობილი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი.