1733221566
რამაზ საყვარელიძე: გახარიამ რომ თქვა, ჩემი ამომრჩეველი ჩემგან არ ითხოვს სირბილსო, ესე იგი დანარჩენები, ვინც ქუჩაში არიან, მათი ამომრჩეველი ქუჩაში ყოფნას ითხოვს. გეგმას ითხოვს ამდენი ხანია მოსახლეობა, გეგმა არ აქვთ
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის სტრატეგიაზე ისაუბრა.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ხალხი ოპოზიციისგან ელოდება გეგმას, რომელიც მას არ აქვს.
„მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდა მოდელი, რომ ოპოზიცია სულ ქუჩაში უნდა იყოს. ევროპას როცა ვბაძავთ ყველაფერში, ყვითელ ჟილეტიანების აქცია საფრანგეთში კარგი ლუსტრაცია იყო იმის, რომ მაკრონი არ არის ძლიერი ფიგურა - დე გოლი არ არის, მაგრამ მაკრონსაც ძვრა ვერ უყო ამ მოვლენებმა. საფრანგეთში ვერ მიიღეს შედეგი, რევოლუციების ქვეყანაა და... ესენი [ქართული ოპოზიცია] ითხოვს ხელმეორედ არჩევნების ჩატარებას და ხელმეორედ რომ ჩატარდეს, ახლა რომ ითვლიან ოთხი პარტია ხომ გავიდაო, ის ოთხი პარტიაც ვერ გავა. ეს არჩევნები თუ ყალბი იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის, ამ ოთხი პარტიის პარლამენტში შეყვანისთვის რატომ იყო სწორი?!
მათი [ოპოზიციის] უბედურება ის არის, რომ ორიენტირებულები არიან ამომრჩეველთა პატარა და აგრესიულ ნაწილზე. მათი დაკარგვა ენანებათ. გახარიამ რომ თქვა, ჩემი ამომრჩეველი ჩემგან არ ითხოვს სირბილსო, ესე იგი დანარჩენები, ვინც ქუჩაში არიან, მათი ამომრჩეველი ქუჩაში ყოფნას ითხოვს. გეგმას ითხოვს ამდენი ხანია მოსახლეობა, გეგმა არ აქვთ“, - აღნიშნა საყვარელიძემ.