„უკვე გაირკვა, რაც იყო ... ბოდიში მოუხადონ“ - ექსკლუზივი თერაპევტის საქმეზე, რომლის სახლშიც ფეკალიები და გახრწნილი ხორცი იპოვეს

კორპუსი

„პრაიმტაიმი“ სანზონაში მცხოვრები ექიმი თერაპევტის კოლეგას ესაუბრა, რომლის სახლიდანაც პოლიციამ გახრწნილი ხორცი და ფეკალიები იპოვა.

ექიმის კოლეგა ამბობს, რომ ქალი სანზონის ბინაში არ ცხოვრობდა და მეზობლებმა მას ცილი დასწამეს. 

„უკვე გაირკვა, იყო ღორის ხორცი, იმ ბინაში არ ცხოვრობდა და მაცივრის მოშლის გამო გაფუჭდა, გაჭედილა კანალიზაციაც, კარგი იქნება, თუ ექიმს ბოდიშს მოუხდიან, ამ ცილსიწამების გამო“,- ამბობს ექიმის კოლეგა ჩვენთან საუბრისას. 

ექიმს მედიასთან საუბარი არ სურს. როგორც მისმა კოლეგამ გვითხრა, თერაპევტის ძმა იურისტია და თავად მიხედავენ ამ ფაქტს.
 

„პრაიმთაიმი“ სამხარაულის ეროვნულ ბიუროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით 1 თვეში გახდება ცნობილი. 

სანზონაში ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებლებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში უსიამოვნო სუნი დადგა.

კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლის მეპატრონე სახლში არ უშვებდა, მათ გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა კანიბალიზმის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი.

პოლიციამ ბინა დალუქა, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანზონაში ექიმ თერაპევტის ბინიდან გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.