საფლავში ნაპოვნი ფოტოები და ბოქლომები - რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში

საფლავი

ხშირია შემთხვევები, როცა სასაფლაოებზე ადამიანების ფოტოებს პოულობენ, ზოგიერთ მათგანს, ნემსების კვალი ატყვია. ასევე, მრავლადაა ბოქლომები, რაც ჩაკეტილობის სიმბოლოა. რა ზიანს აყენებს ჯადო ადამიანის ორგანიზმს და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა - ამის შესახებ ეზოთერიკოსი და ტაროლოგი მარიამ ბელქანია საუბრობს.

ეს ნეკრო მაგიაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბოქლომები ღიაა თუ დაკეტილია. მაგიური, ნეგატიური ზემოქმედება ეს არის დესტრუქციული პროგრამა, რომელიც ანგრევს ადამიანს. ადამიანი არის კომპიუტერული სისტემა, ჩათვალეთ, კომპიუტერს ვირუსი რომ შეუვარდეს, ის თუ არ ამოწმინდე... როგორ შეიძლება ამისი წმენდა - წმენდა შესაძლებელია პრაქტიკოსთან, ეზოთერიკოსთან. ასევე, მამაოსთან მისვლაა შესაძლებელი. 

ადამიანს, რომელსაც ჯადო აქვს, მოულოდნელად ყველაფერი უფუჭდება. აქვს სისუსტე, შფოთვები, მათი ემოციური მდგომარეობა გამძაფრებულია, აქვთ ფსიქიკური აშლილობა, სამწუხაროდ, ბევრი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია.

ჯადოს ზემოქმედება D ვიტამინის ნაკლებობას ჰგავს, ამიტომ, სანამ ჩემთან მოვლენ, ამ ანალიზის გაკეთებასაც ვურჩევ ხოლმე.

არსებობს დიაგნოსტიკის საშუალება და გაგება, აქვს თუ არა ადამიანს ჯადო - ტარო, ერთ-ერთია არაჩვეულებრივი საშუალებაა“, - ამბობს ეზოთერიკოსი.