სად შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის აღებას - მისი შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი, უკვე არსებული „მეტრომანები“ კი ტრანსპორტში ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში ძალაში რჩება.​ აბონემენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებშიც.

მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ აბონიმენტით სარგებლობას მოსახლეობა ყველა სახის ტრანსპორტში შეძლებს. რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, წილოსანის განმარტებით, იმ დროისთვის, როდესაც ბარათები ამოქმედდება, დედაქალაქში არც ერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.

„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ლი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.