სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ?

soul

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვას დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს. 

„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმრთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.