წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რუსთავში, სკოლის მესამე სართულიდან გადავარდნილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ კლინიკა „რუსთავის“ ნეიროქირურგმა, დავით გელაშვილმა განაცხადა.
ექიმის განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„არასტაბილური ჰემოდინამიკა იყო, პლუს ამას განვითარდა მწვავე ანემია. მაშინვე ვერ მოხერხდა საოპერაციოში შეყვანა. დახმარების გაწევის შემდეგ, დინამიკაში საკმაოდ გაუმჯობესდა. გუშინ მოვახერხეთ საოპერაციოში გადაყვანა, ჩატარდა ხერხემალზე ფიქსაცია, ზურგის ტვინის დეკომპრესია. ამჟამად პაციენტი რეანიმაციაშია, გამოღვიძებულია, ორივე ქვედა კიდურში მოძრაობა აქვს, თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს მენჯის ძვლების მძიმე დაზიანების გამო. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში 50 წლამდე ასაკის ქალი მე-15 საჯარო სკოლის მესამე სართულიდან გადავარდა და დაშავდა. ის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და სიმაღლიდან ფანჯრების წმენდის დროს გადავარდა.