ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჯემალ გელაშვილი გარდაიცვალა.
ექიმი ბათუმის კლინიკა ,,მედალფაში" მუშაობდა.
36 წლის მედიკოსს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებით ემშვიდობებიან.
,,გაგანია პანდემიის დროს, კოვიდ რეანიმაციაში კარდიოლოგი დასჭირდათ.
სრული ეკიპირებით ავედი კოვიდ რეანიმაციაში
რას ვხედავ კოვიდ რეანიმაციის ხელმძღვანელი, ჩვენი ჯეკო სრულიად უპირბადოდ და დაცვის გარეშე დადიოდა.
ხმამაღლა ვუყვირე — რას შვები? ასე როგორ შეიძლება-მეთქი!!!!
მიპასუხა — კოლეგავ, იმ ცარიელ საწოლს ხომ ხედავ??? ის ჩემი საწოლია. მეც კოვიდი მჭირს. ექიმები აღარ გვყოფნის. ასე რომ მეც ჩემს თავს ვმკურნალობ, თან ვმორიგეობ და თან ამ უბედურებსაც ვუვლიო.
დღეს ეს ბიჭი ზეცაში წავიდა.
მრავალი სიცოცხლის გადამრჩენო მეგობარო, შენ ვერ გადაგარჩინეთ!!!", - წერს მეგობარი.