დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დედოფლის გარდაცვალება სამეფო ოჯახის წევრების ტიტულებში ცვლილებებს გამოიწვევს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას - ჰარისა და მეგან მარკლის შვილი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი გახდა, მისი უმცროსი და, ლილიბეტი კი - პრინცესა.
წესის მიხედვით, რომელიც 1917 წელს მეფე ჯორჯ მეხუთემ დაადგინა,სურვილის შემთხვევაში, არჩის და ლილის შეუძლიათ ისარგებლონ წოდებით "მისი სამეფო უდიდებულესობა".
მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან სკანდალურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ მიანიჭეს.
დიდი ცვლილებები მოხდება კემბრიჯის ჰერცოგის, უილიამის ოჯახშიც - უილიამი და ქეითი, ამიერიდან, კემბრიჯთან ერთად, კორნვოლის ჰერცოგი და ჰერცოგინიაც იქნებიან. თუმცა, თუ უილიამი მამისგან უელსის პრინცის წოდებას მიიღებს, ქეით მიდლტონი, დაიანას მსგავსად, უელსის პრინცესა გახდება.