მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული - რას ჰყვება მისი სულიერი შვილი
1787265733
რუსთავში, ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 50 წლამდე ქალი, #15 საჯარო სკოლაში, მესამე სართულზე ფანჯრის მინას წმენდდა, რა დროსაც, ფეხი აუცურდა და ჩამოვარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქალი აღნიშნულ სკოლაში დასუფთავების სამსახურში მუშაობს.