როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 24-29 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18-23 გრადუსი იქნება.

ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ დედაქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი დაფიქსირდება, სინოპტიკოსების ცნობით, 24 მაისიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და მათივე თქმით, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს.