როგორი ამინდი იქნება ზღვისპირეთში უქმეებზე

ზღვა

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს: 

„მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში. თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექსტს აღმოსავლეთ საქართველოში, მეორეს მხრივ, იქნება ნამდვილი ზაფხულის ამინდი მზითა და სიცხით დასავლეთში.

უფრო კონკრეტულად: მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში - აღმოსავლეთ საქართველოში მზიან დილასა და შუადღეს წვიმიანი საღამო შეცვლის, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვა და ელჭექი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში - საპირისპირო სიტუაცია გვექნება, ძირითადად მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო კურორტებზე - მზიანი დღეები გვექნება, ტემპერატურა +30, +32 გრადუსი.ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე უახლოვდება კომფორტულ ნიშნულს, ამჟამად წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.მზის ულტრაიისფერი ინდექსიც მაღალი გვაქვს, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები“,- წერს კობა ფარტენაძე.