როგორ მივიღოთ ავტომობილის შესაძენად საჭირო თანხა 45 წუთში?

სესხი

საკრედიტო ბარათი - ეს არის სიტყვა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ ისე იშვიათად გვესმის, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოიყენოს ის სწორად, ან საერთოდ, რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება.

რა პროდუქტია საკრედიტო ბარათი და როგორ გამოვიყენოთ ის?
საკრედიტო ბარათი საბანკო პროდუქტია, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც სესხის მიღების საშუალება. მას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა. საკრედიტო ბარათი, გვაძლევს საშუალებას, საშემოსავლო ლიმიტზე დაყრდნობით, ვისესხოთ თანხა ფინანსური ორგანიზაციიდან. სესხებს კი გასცემენ:

· მიკრო საფინანსოები

· ბანკები

·ან სხვა ტიპის სესხის გამცემი კომპანიები

საკრედიტო ბარათის მისაღებად და გამოსაყენებლად აუცილებელი პირობაა, რომ მონაცემთა ბაზაში გადამოწმდეს ჩვენი საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ისტორია თითოეული მსესხებლის ისტორიაა, რომელიც მიღებული სესხებისა და მათი გადახდის შესახებ მონაცემებს აერთიანებს. ისტორიის შეგროვება და ელექტრონულად შენახვა აღნიშნული მიმართულებით სპეციალიზირებული ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში ხდება. თითოეული პიროვნების საკრედიტო ისტორია გვაჩვენებს მათ მიერ მიღებულ სესხებს, გადახდებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც სესხის ლიმიტის დასადგენადაა საჭირო.

ხშირად, ლიმიტის არასაკმარისობის ან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გამო, საკრედიტო ბარათი ჩვენი მიზნის მისაღწევად სასურველი თანხის მიღების უფლებას არ გვაძლევს. მაგალითად, ისეთი პროდუქტის შესაძენად, როგორიც მანქანაა.

ამის მიუხედავად, კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს ბევრი ალტერნატიული შესაძლებლობა არსებობს სასურველი ავტომობილის შესაძენად აუცილებელი თანხის მისაღებად.

ძველი ავტომობილის ახლით შეცვლა ან/და ახლის შეძენა თანამედროვე სამყაროში გაცილებით მარტივია, ვიდრე წლების წინ იყო. თუ წარსულში ფულის მოსაგროვებლად წლები დაგჭირდებოდა, დღეს ამის აუცილებლობა არაა.

ეს ყველაფერი კი ისეთი სერვისების დამსახურებაა, როგორებიცაა:

· ავტო სესხი

· ბიზნეს სესხები

· სამომხმარებლო სესხი და სხვ.

რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიყიდოთ დღეს და გადავიხადოთ მომავალში, ჩვენზე მორგებული გრაფიკითა და პირობებით.

ავტო სესხი საქართველოსა თუ გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. მისი გაცემა, როგორც სხვა ტიპის სესხების, წინასწარგანსაზღვრული პირობებით ხდება. მის მისაღებად საჭიროა მომხმარებელი გარკვეულ კრიტერიუმებს აყმაყოფილებდეს.

*კრიტერიუმებს თითოეული მსესხებელი კომპანია თავად ადგენს. როგორ მივიღოთ ავტო სესხი?
ავტოსესხის მიღება საკმაოდ მარტივია და იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ, მხოლოდ 3 ძირითადი ეტაპის გავლა გვიწევს. ესენია:

· ავტომობილის შერჩევა

· საკრედიტო კომპანიაში განაცხადის შევსება (კომპანიის ფილიალში ან ონლაინ).

· პირობებზე შეთანხმება

· ხელშეკრულების გაფორმება.

თუ საკრედიტო ბარათის ან/და ავტოსესხის მიღება, ლიბერთი ბანკი კონკურენტულ შეთავაზებას გვთავაზობს, თანაც გამარტივებული პირობებით.

ლიბერთი ბანკის საკრედიტო ბარათის მიღებისას, თითოეულ მომხმარებელი ირჩევს ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის სქემას, ნულოვანი პროცენტის პირობით და გადახდის მისთვის სასურველი მეთოდით.

სერვისის მისაღებად საჭიროა მხოლოდ 45 წუთი,. დეტალური ინფორმაციის ნახვა კი ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი: www.libertybank.ge