1794553553
უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ
აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ოდენობის ჯარიმა შეეფარდათ.
ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰემის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.
მანამდე, საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.











