საბა ლაზიშვილის წერილი ნურმაგომედოვებთან ჩხუბის შემდეგ
1794500392
UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას გამოეხმაურა.
უაითმა UFC 334-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
ამასთან, უაითმა საბა ლაზიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საბა ლაზიშვილი ადრე თუ გვიან UFC-ში აუცილებლად მოხვდება.
აბუ დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის.