საკრედიტო ბარათი და ავტოსესხი

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი - ეს სიტყვა ყოველდღიურად გვესმის, თუმცა, ადამიანების  კონკრეტულ სეგმენტს მისი სწორად გამოყენება კვლავ უჭირს ან საერთოდ ვერ იყენებს მას.

რა არის საკრედიტო ბარათი? რისთვის შეიქმნა ის და რა მიზნით შეგვიძლია მისი გამოყენება?

საკრედიტო ბარათი არის ერთგვარი სესხი, რომელსაც არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა. საკრედიტო ბარათი, საშემოსავლო ლიმიტიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, ვისესხოთ თანხა ფინანსური სექტორის წარმომადგენელი კომპანიებიდან. სესხებს გასცემენ:

· ბანკები

· მიკრო საფინანსოები

· სხვა ტიპის სესხის გამცემი ორგანიზაციები

იმისათვის, რომ მივიღოთ საკრედიტო ბარათი და შესაბამისად, შევძლოთ მისი გამოყენებით სესხის აღება, აუცილებელია მონაცემთა ბაზაში მოხდეს ჩვენი საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. საკრედიტო ისტორია არის თითოეული მსესხებლის ისტორია, რომელიც აერთიანებს მიღებული სესხების და მათი გადახდის შესახებ ინფორმაციას. მისი შეგროვება და ელექტრონულად შენახვა ხდება ამ მიმართულებით სპეციალიზირებული ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში. ნებისმიერი პიროვნების საკრედიტო ისტორიაში ჩანს მათ მიერ აღებული სესხები, გადახდები და ყველა საჭირო დეტალი, რომლის გადამუშავების შედეგად ხდება სესხის ლიმიტის განსაზღვრა.

ხშირად, სასესხო ლიმიტის არასაკმარისობის ან სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორის გამო, საკრედიტო ბარათი არ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ სასურველი თანხა ჩვენი მიზნის მისაღწევად. მაგალითად ისეთი ძვირად ღირებული პროდუქტების შესაძენად, როგორიც ავტომობილია.

კარგი ამბავი ისაა, რომ საკრედიტო ბარათის გარდა, კიდევ ბევრი სხვა შესაძლებლობა არსებობს სასურველი მანქანისთვის ფულის მისაღებად.

ავტომობილის შეძენა ან ძველის ახლით ჩანაცვლება დღეს ბევრად უფრო იოლია, ვიდრე წარსულში. თუ წლების წინ მანქანის საყიდლად რამდენიმე წელი ფულის შეგროვება გვიწევდა, დღეს ამის გაკეთება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შეგვიძლია.

ეს ყველაფერი არის დამსახურება იმისა, რომ არსებობს ავტო სესხი. ავტო სესხი საშუალებას გვაძლევს, შევიძინოთ ახალი ან მეორადი ავტომობილი, თანხა კი გადავიხადოთ ნაწილ-ნაწილ, მსესხებელ კომპანიასთან ორმხრივი შეთანხმების შედეგად შერჩეული პერიოდის განმავლობაში.

ავტო სესხი დღეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. რა თქმა უნდა, ავტოსესხის გაცემა ხდება წინასწარგანსაზღვრული პირობებით და მის მისაღებად აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. კრიტერიუმებს სხვადასხვა მსესხებელი კომპანია ინდივიდუალურად ადგენს.

როგორ მივიღოთ ავტო სესხი?

ავტოსესხის მიღება მარტივი პროცესია და იმ შემთხვევაში, თუ ვაკმაყოფილებთ მიღების კრიტერიუმებს, აუცილებელია მხოლოდ 3 ძირითადი ეტაპის გავლა:

· სასურველი მანქანის შერჩევა

· განაცხადის შევსება საკრედიტო კომპანიასთან (აღნიშნული შესაძლოა მოხდეს კომპანიის ფილიალში ვიზიტით ან ონლაინ).

· პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება.

თუ გსურთ აიღოთ საკრედიტო ბარათი ან ავტო სესხი, ლიბერთი ბანკი გთავაზობთ კონკურენტულ შეთავაზებას, გამარტივებული პირობებით.

ლიბერთი ბანკის საკრედიტო ბარათის მიღებისას, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მასზე მორგებული გადახდის სქემა ნულოვანი პროცენტის პირობით და გადახდის სასურველი მეთოდით.

ლიბერთი ბანკის ავტოსესხის მიღება კი შესაძლებელია მხოლოდ 45 წუთში, მომხმარებლებზე მორგებული ინდივიდუალური პირობებით. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ საიტზე: libertybank.ge