ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდეა - საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1731357172
ლეცავეს საჯარო სკოლა მარტვილში, ნანა ბასილაიას გარდაცვალების გამო სამძიმრის პოსტს აქვეყნებს.
„რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩვენს სკოლაში მუშაობა და მოახერხა, ყველას გულამდე მისულიყო თავისი სიკეთის და სიყვარულის უნარით. მუდამ მზად იყო ყველას დასახმარებლად. თვალებზე მუდამ ბედნიერი სხივი დასთამაშებდა. ცხოვრების ეს ეტაპი ყველაზე ბედნიერი ჰქონდა. ერთი შვილის დედა უკვე, მეორე შვილის მოლოდინში იყო.
არ ვიცით, როგორ გადმოვცეთ ის ტკივილი, რაც ახლა ჩვენს გულებში ტრიალებს, უამრავი ტკბილი მოგონება დაგვიგროვდა ყველას ერთად. ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი უბედურება გველოდებოდა წინ...
ვუსამძიმრებთ ნანას ოჯახს. ლეცავეს სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლეც დღეს ჭირისუფლები ვართ.
ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი კეთილი და მზრუნველი გოგო დავკარგეთ... ღმერთს ებარებოდე, ჩვენო ნანა. შენს პატარა ანგელოზთან ერთად...“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 4 ოქტომბერს, მარტვილის სოფელ სალხინოში მოხდა. ქალს მანქანა დაეჯახა.
40 წლამდე ასაკის ნანა ბასილაია 5 თვის ორსული იყო. მანამდე, მედიკოსებმა 5 თვის ნაყოფის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
გარდაცვლილს ერთი შვილი და მეუღლე დარჩა.