1728420497
როდის შეძლებენ ღამის კლუბები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას - ნათია თურნავას პასუხი
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ღამის კლუბებისთვის მუშაობის აკრძალვის მთლიანად მოხსნა არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ გადაწყდება.
საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით, ღამის კლუბებს ახალი წლის დღეებში, დროებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ობიექტები მომდევნო კვირიდან კვლავ დაიკეტებიან.
„საკოორდინაციო საბჭოზე არაერთ გზის იყო განხილული ღამის კლუბებს საკითხი. გარკვეული კომპრომისი იყო დაშვებული საახალწლო პერიოდში შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით რა შედეგები გამოიღო ეპიდემიოლოგიურად აი ამ დაშვებამ, ველოდებით შედეგებს და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული,"-აცხადებთს ნათია თურნავა.